პოლიტიკური პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერის, ეკა ბესელიას შვილი რატი მილორავა ადმინისტრაციული წესით დააკავეს – ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცლეებს.
რუსთავი 2- ის მტკიცებით, ის არაფხიზელ მდგომარეობაში ჯერ პოლიციას არ დაემორჩილა, ხოლო შემდეგ ავტომანქანას დაეჯახა, როდესაც შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა.
მათივე ცნობით, შემთხვევა ვაჟა ფშაველას გამზირზე მოხდა, სადაც მილორავა გადაჭარბებული სისწრაფით მოძრაობდა. ჩვენი ინფორმაციით ბესელიას შვილი ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
