საზოგადოება, რომელიც არ არის განათლებული, არის მონების საზოგადოება – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეიზდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა ოცნების განათლების რეფორმაზე საუბრისას.
“განათლება არის ის დარგი, რომელიც ყველას ეხება და რომელიც საზოგადოების ხერხემალია. საზოგადოება, რომელიც არ არის განათლებული, არის მონების საზოგადოება. სიტყვა საზოგადოებაც არ იხმარება, მონების შეკრებაა. ის, რომ დღეს ეს რეჟიმი ეხება სწორედ განათლებას არის ძალიან ნიშანდობლივი. აქამდე რეჟიმი ეხებოდა პიროვნებებს ფიზიკურად. რეპრესიული კანონები, დაჭერები, ციხე, მოწამვლა, ძალადობა, ეს ყველაფერი არის ფიზიკური მცდელობა იმის, რომ ადამიანები შეზღუდო, მაგრამ ამ კუთხით ვერა და ვერ მიაღწია რეჟიმმა, რომ დაემონებინა საზოგადოება და ის პროტესტი, რომელიც არამხოლოდ ქუჩაშია, არსებობს საზოგადოებაში და ეს არის ის, რაც ყველაზე უფრო აწუხებს დღეს ამ რეჟიმს. ამიტომ გადავიდა შემდეგ ეტაპზე, რომელიც არის გამოცხადებული ომი საქართველოზე და საზოგადოებაზე. ეს არის სულიერი შეტევა” – თქვა საქართველოს მეხუთე პრეიზდენტმა.
ზურაბიშვილის ინიციატივით ექსპო ჯორჯიაში განათლების რეფორმის საჯარო განხილვა მიმდინარეობს, რომელშიც განათლების სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობენ.
