ბათუმში, ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის შვილმა, ბადრი აბაშიძემ Facebook-ზე პირდაპირ ეთერში ყოფნის დროს თავის დაწვა სცადა. მან საწვავი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა. შემთხვევა ბათუმის სტადიონის, აჭარაბეთ არენას მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
საგამოძიებო მოქმედებები ბათუმში გვიან ღამემდე გაგრძელდა.
ადგილობრივი მედიის, აჭარა თაიმსის ინფორმაციით, ბადრი აბაშიძე თბილისში გადმოიყვანეს – მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
გუშინ, გვიან ღამით, ბადრი აბაშიძემ Facebook-ლაივში ვრცლად ისაუბრა და მოქმედი დეპუტატები, პარლამენტარები და მაღალჩინოსნები მუქარასა და ზეწოლაში დაადანაშაულა: “მოქმედმა პარლამენტარმა რამდენჯერმე დამიბარა და მისმა გარემოცვამ, იყო შანტაჟიც, მუქარაც, რომ დამიჭერდნენ… ამაში ჩართულია საპატრიარქოც”… მიმართვის შემდეგ მან თავის დაწვა სცადა. ცნობილია, რომ ბადრი აბაშიძე ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თამაზ აბაშიძის შვილია
