მცენარეული ზეთი ყოველდღიური მოხმარების სურსათია და მალფუჭებად და სარისკო პროდუქტების სიაში არ არის, მაგრამ არაჯანსაღ ცხიმებს ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეუძლია.
მცენარეული ცხიმებს ბოლო წლებში სისტემატურად ამოწმებენ. დარღვევები ყველაზე ჯანსაღ ცხიმად აღიარებულ – ზეითუნის ზეთში გამოვლინდა.
სურსათის ეროვნულო სააგენტოს გარდა, მცენარეული ზეთების კვლევა ჩაატარა პლატფორმამ “მომხმარებელი.ჯი”. თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეძენილი მცენარეული ზეთის 15 ნიმუში, იტალიაში აკრედიტებულ ლაბორატორიაში შემოწმდა და ქიმიური ნაერთის ნორმის გადაჭარბება ამ შემთხვევაშიც 1 ნიმუშში – “ფინალის” ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთში გამოვლინდა.
