Saturday, January 31, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს

January 31, 2026
“ყველაფერში დამარცხებულებს აღარაფერი დარჩათ ადამიანების სიკვდილამდე მიყვანის გარდა”– ნიკა გვარამია

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია საპატიმროდან წერილს აქვეყნებს.

გვარამია წერილში ეხმაურება ეუთო-ს წევრი ქვეყნების მიერ საქართველოს მიმართ „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას, ასევე, საუბრობს ქვეყანაში ბოლო პერიოდში არსებულ აქტუალურ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებზე.

„მთავარი ამბავი, რა თქმა უნდა, ეუთო-ს ე.წ. მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებაა. შეიძლება, ვინმემ იცის, ეს რას ნიშნავს, მაგრამ ბევრმა, ალბათ, არ იცის: უმძიმეს შემთხვევაში მოქმედებს და 35-წლიანი არსებობის მანძილზე, სულ რამდენიმეჯერაა დაძრული (მაგ., ჩეჩნეთის გენოციდზე, ბელარუსიის დიქტატურაზე და მსგავს შემთხვევევბზე). ბევრს, განსაკუთრებით „მართლმორწმუნე“ იურისტებს, არ სჯეროდათ, რომ ასეთ უპრეცედენტო და უმძიმეს ინსტრუმენტს აამოქმედებდა ეუთო საქართველოში. მიხარია, რომ ისინი შეცდნენ და ვულოცავ ყველას, ვისაც ეს გვჯეროდა, ვინც ამაზე ვიმუშავეთ და ვისაც ზოგადად გვჯერა, რომ სამშობლოს ბედი ერთდღიან ბრძოლებში არ წყდება, რომ მხოლოდ პარლამენტში ჯდომა ნამდვილად არაა პოლიტიკა და უმნიშვნელოვანესი პატრიოტული საქმეები პარტიული ოფისიდანაც, რუსთაველის გამზირიდან და ციხის საკნიდანაც მშვენივრად კეთდება. რეჟიმის დაზიანებას ტვინი და გამბედაობა, გამძლეობა და მოთმინება სჭირდება.

რაც შეეხება მსხვილ მიმდინარე თემებს, რომლებიც არ მგონია, რომ შემთხვევით დამთხვეოდა ოცნებისთვის ეუთოს მიერ გამოტანილ განაჩენს (და დიახ, მოსკოვის მექანიზმის დაძვრაც კი უკვე განაჩენია), მოკლედ დავწერ: ერევანში Nvidia-ს ქარხანა იხსნება და თბილისში ტექნიკური უნივერსიტეტი იხურება. ცხადია, იხურება და არაფერს არ უერთდება. ეს ერთი, და მეორე კიდევ ის, რომ პოლიტიკა ზუსტად იქ იკრძალება, სადაც ის საქართველოში კეთდება – ქუჩაში, პარტიულ თუ NGO ოფისებში, სოციალურ ქსელებში და მედიაში. ეკრძალება ყველას – პოლიტიკოსს, აქტივისტს, ბიზნესმენს, მოქალაქეს, ხელოვანს, ჟურნალისტს. მოკლედ, ყველას, ვინც საქართველოში პოლიტიკას აკეთებს – ნამდვილ პოლიტიკას და არა მის ფორმალურ იმიტაციას.

მაინც მოკლედ ვიტყვი დებატებზე, რომელიც, ცხადია, არ იქნება. და არ იქნება ოცნების გადაწყვეტილებით: დებატებზე უარი (ჯერ კიდევ წლების წინ) ოცნების სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო და არა ტაქტიკური. ამ გზით მათ ერთობლივად რამდენიმე ამოცანა შეასრულეს:

თავი აარიდეს საზოგადოების წინაშე ტოტალური მარცხების სერიას (ამიტომაც არ დადიოდნენ ოპოზიციურ არხებზე)

დაცალეს ტვ-სივრცე პროპაგანდისტულის გარდა ყველა სხვა ნარატივისგან (ამიტომაც არ უშვებდნენ ოპოზიციას საკუთარ ტვ-ებში), რაც პირდაპირ ეთერში კრიტიკულად განწყობილ ადამიანს გამორიცხავს.

სრული სტერილიზაცია ჩაუტარეს საკუთარ წევრებს ადამიანური კომუნიკაციის და ყოფითი სოციალიზაციის თვალსაზრისით. ჩამოაშორეს, გააუცხოვეს და, უბრალოდ, ურთიერთობა აუკრძალეს ნებისმიერ „უცხოსთან“, გინდ კოლეგა პოლიტიკოსთან, გინდ ჟურნალისტთან, ნებისმიერ სხვასთან. ემოციური ინვალიდიზაცია და სოციალური იზოლაცია, რაც ამას შედეგად მოსდევს, იწვევს ყველაფერზე წამსვლელობას, ყველაფრის კადრებას, ნულოვან თანაგრძნობას. ამაზე დგას ივანიშვილის რეჟიმი მნიშვნელოვან წილად და მეტი საქმე არ აქვს, ჟურნალისტების გულის მოსაფხანად ხარაკირი გაიკეთოს და თმებით ათრევინოს ზურა ჯაფარიძეს და გიგა ბოკერიას ირაკლი კობახიძე.

და ისე, მაინც, თუ ვინმეს სურს დებატები (და თუ ეგ საერთოდ მოხდა), წავიდეს, ნამდვილად არ ღირს ღელვად. მთავარია, არავინ შეყვა ქოცებს პარლამენტში და არავინ დარეგისტრირდა აგენტად. ზუსტად ამ ორს შორის ვსვამ ტოლობის ნიშანს და ეს ორი მიმაჩნია გარდამტეხ წერტილად ქართულ პოლიტიკურ ბრძოლაში. დანარჩენი ლირიკაა”, – წერს გვარამია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვებისათვის”- სპეციალისტის გაფრთხილება მშობლებს
  • მარნეულში ავარიის დროს დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა
  • ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge