ესტონეთში საქართველოს მოქალაქე
გარდაიცვალა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის მკვიდრი, 54 წლის ბადრი ელანიძე, ბოლო წლებში ქალაქ ტალინში ცხოვრობდა.
ახლობლების ინფორმაციით, ელანიძე რამდენიმე თვე მძიმე სენს ებრძოდა.
მამაკაცის საქართველოში გადმოსვენების საკითხზე, ოჯახის წევრებმა უკვე მიმართეს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტსა და საქართველოს საელჩოს ესტონეთის რესპუბლიკაში.
უწყებიდან მიღებული პასუხის მიხედვით, გარდაცვლილის გადმოსვენება 6-7 სამუშაო დღეში უნდა მოხერხდეს.
