2 წლის ირანელი ბიჭი, ალი მოჰამედ სადეგი, ისლამური რეჟიმის უსაფრთხოების ძალებმა მამის თვალწინ მოკლეს. საინფორმაციო საშუალებები, რომლებიც პლატფორმა X-ზე ირანში განვითარებულ მოვლენებზე ავრცელებენ ინფორმაციებს, წერენ, რომ ბავშვი მამას მხარზე ეჯდა, რა დროსაც მას იარაღიდან ესროლეს. შემთხვევა 9 იანვარს ისპაჰანის პროვინციის ერთ-ერთ ქალაქში მოხდა. ამავე საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ბავშვის ოჯახი ახლა რეჟიმის მხრიდან ზეწოლის ქვეშაა, რათა მომხდარზე არ ისაუბრონ. 2 წლის ბიჭი 10 იანვარს დაკრძალეს.
