გაცნობებთ, რომ სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე ვრცელდება დეზინფორმაცია სააგენტოს გარკვეული სერვისების ალტერნატიული გზით მიღებასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ განცხადებას შსს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე ვრცელდება დეზინფორმაცია სააგენტოს გარკვეული სერვისების ალტერნატიული გზით მიღებასთან დაკავშირებით.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებად გამოცდებზე რეგისტრაცია ხორციელდება მხოლოდ სააგენტოს ვებგვერდისა და აპლიკაციის საშუალებით. ასევე, სააგენტოს სხვა სერვისების მიღება ალტერნატიული პლატფორმების საშუალებით არის შეუძლებელი”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
