ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ბათუმის მერია უსახლკარო მოქალაქეების განცხადებებს არ იღებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, – ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, განცხადების მიღებაზე უარი ეთქვათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებიც სხვა მუნიციპალიტეტებსა და რეგიონებში არიან რეგისტრირებულნი.
„ბათუმში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის უსახლკარო სტატუსის მაძიებელთა განცხადებების რეგისტრაცია მიმდინარე წლის 1-ელ მაისამდე გრძელდება.
განმცხადებლებმა უნდა შეავსონ ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე უსახლკარო პირად ან ოჯახად რეგისტრაციისთვის განსაზღვრული განაცხადის სპეციალური ფორმები.
განაცხადების მიღება შესაძლებელია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისცენტრებში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართებზე:
• გონიო-კვარიათის ადმინისტრაციული ერთეული – აფსაროსის მე-3 შეს. №22
• აეროპორტის ადმინისტრაციული ერთეული – აეროპორტის გზატკეცილის №55
• სამრეწველო ადმინისტრაციული ერთეული – დიდაჭარის ქ. №21
• კახაბრის ადმინისტრაციული ერთეული – კახაბრის ქ. №28გ
• აღმაშენებლის ადმინისტრაციული ერთეული – დავით აღმაშენებლის ქ. №19ა
• ხიმშიაშვილის ადმინისტრაციული ერთეული – ტბელ აბუსერიძის ქ. №7
• ჯავახიშვილის ადმინისტრაციული ერთეული – ი. ჯავახიშვილის ქ. №70
• თამარის ადმინისტრაციული ერთეული – კონსტიტუციის ქ. №1
• ბონი-გოროდოკის ადმინისტრაციული ერთეული – გოგოლის ქ. №14
• ბაგრატიონი 1-ის ადმინისტრაციული ერთეული – ვაჟა-ფშაველას ქ. №91ა
• ბაგრატიონი 2-ის ადმინისტრაციული ერთეული – ლერმონტოვის №46
• რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეული – ლერმონტოვის ქ. №8
• ძველი ბათუმის ადმინისტრაციული ერთეული – ლუკა ასათიანის ქ. №37ა
• მწვანე კონცხის ადმინისტრაციული ერთეული – თამარ მეფის გამზირი №16
უსახლკარო პირთა და ოჯახთა სტატუსის მინიჭების კრიტერიუმები, წესი და დამტკიცებული განაცხადების ფორმები შეგიძლიათ იხილოთ ბათუმის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
