ბევრმა ჩვენთაგანმა უნდა ვაღიაროთ, რომ არასწორად ვიკვებებით. მიუხედავად ამ პრობლემის გააზრებისა, მაინც ვაძლევთ თავს უფლებას ვიყიდოთ წასახემსი საკვები, რომელიც საღამოს ჩაისთან ძალიან გემრიელია, მაგრამ ჩვენს სხეულზე ცუდად აისახება. ჩვენ მოგიყვებით იმ ჩვევების შესახებ, რომლებიც უნდა დაივიწყოთ, თუ გინდათ, რომ წონაში არ მოიმატოთ და სხეული მუდამ ტონუსში გქონდეთ.
1. ძალიან ბევრი ყავა
რა თქმა უნდა, დილის ყავის აკრძალვას არავინ აპირებს, ბოლოს და ბოლოს ის ენერგიით გვმუხტავს, თუმცა მისი რაოდენობა აუცილებლად უნდა გააკონტროლოთ. დღეში 2 ჭიქა სავსებით საკმარისია.
2.საუზმის შემდეგ წახემსება
ყველაზე ცუდი ჩვევაა, რომლისგანაც გადაჩვევა რთულია. ის ეხება ყველას, ვინც საკუთარ თავს აძლევს უფლებას, მიირთვას ზეფირი, ან შოკოლადი საზუმის შემდეგ, განსაკუთრებით ტელევიზორის ეკრანის წინ.
