Thursday, January 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

„ოცნება“ სისტემის „გეპეიზაციას“ აკეთებს, დიდი ალბათობით, მცდელობაა, რომ ამ ძვირფასი შენობების პრივატიზება მოხდეს” – გიორგი შარაშიძე

January 29, 2026
„ოცნება“ სისტემის „გეპეიზაციას“ აკეთებს, დიდი ალბათობით, მცდელობაა, რომ ამ ძვირფასი შენობების პრივატიზება მოხდეს” – გიორგი შარაშიძე

„ოცნება” განათლების სისტემის „გეპეიზაციას“ აკეთებს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან გამაცხადა, რითაც განათლების რეფორმას გამოეხმაურა.

შარაშიძის ვარაუდით, თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანება დიდი ალბათობით, ემსახურება ოპტიმიზაციას, რასაც უძრავი ქონების, ქალაქის ცენტრში არსებული შენობების პრივატიზება მოჰყვება.

„განათლების რეფორმა, ისევე როგორც „ოცნების” ნებისმიერი სხვა ინიციატივა ემსახურება ერთადერთს – მაქსიმალური კონტროლი დაამყაროს ყველა მნიშვნელოვან სფეროზე. როგორ შეიძლება, განათლების რეფორმა შევაფასოთ პოზიტიურად, როცა ეს ზღუდავს აკადემიურ თავისუფლებას, ამცირებს კონკურენციას და ჩვენს ახალგაზრდებს თავს ახვევს „ოცნების” ახალ პოლიტიკას და წესებს. რაც შეეხება თსუ-ისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას – ესეც სრულიად გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება. დიდი ალბათობით, ოპტიმიზაციას, რასაც საბოლოო ჯამში მოჰყვება უძრავი ქონების, ქალაქის ცენტრში არსებული შენობების პრივატიზებას. „ოცნება” განათლების სისტემის „გეპეიზაციას” აკეთებს. ვნახოთ, ვიდრე არ გავიგებთ რა დგას ამ ყველაფრის უკან, სერიოზულად პასუხს ვერ გაგცემთ. დიდი ალბათობით, ეს კიდევ ერთი მცდელობაა, რომ მოხდეს ამ ძვირფასი შენობების პრივატიზება და ისევ „ოცნებასთან” დაკავშირებულმა ბიზნესწრეებმა ისარგებლონ”, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება. უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით, შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო – საბჭო და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც წარმართავენ რეორგანიზაციის პროცესს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბათუმის მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
  • რა უნდა იცოდეთ 18-საათიან დიეტაზე და შეიძლება თუ არა უზმოზე ყავის დალევა – ნუტრიციოლოგის რეკომენდაციები
  • 5 მავნე ჩვევა, რომელსაც უნდა გადაეჩვიოთ, თუ წონის დაკლება გსურთ

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge