Wednesday, June 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

თბილისის სააპელაციო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

January 29, 2026
თბილისის სააპელაციო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს მოსამართლე თეა ლეონიძე უძღვება.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე დასკვნითი სიტყვით ისარგებლებს. როგორც ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა, დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ერთადერთი გადაწყვეტილება, რაც სასამართლომ უნდა მიიღოს, არის ბრალდებულების გამართლება.

„დღევანდელ პროცესზე პროკურატურა საკუთარ დასკვნით სიტყვას იტყვის. როგორც შესავალ სიტყვაში გამოჩნდა, ისინი მხარს უჭერენ იმ მოსაზრებას, რომ 226-მუხლზე გადაკვალიფიცირდებული მუხლი კვლავ უნდა დაუბრუნდეს 225-ე მუხლს, რაც ნიშნავს იმას, რომ სინდისის პატიმრებისთვის ასევე ითხოვენ სასჯელის დამძიმებას. თუ ეს ახლა არის 2 წლამდე პატიმრობა, ითხოვენ, რომ 4-დან 6 წლამდე განესაზღვროთ მათ სასჯელის სახედ. არგუმენტები, რომელსაც შესავალ სიტყვაში წარმოადგენდნენ, ანალოგიური იყო, არც ძალადობა დასტურდებოდა, ამიტომ დიდი მოლოდინი არ გვაქვს, რომ დასკვნით სიტყვაში რამე განსხვავებული იქნება. თუ დღეს ვინმე იქნება დაცვის მხარისგან მომზადებული, დაცვის მხარეც იტყვის თავის სიტყვას, თუმცა ანდრო ჭიჭინაძის მხარე მომავალ სხდომაზე წარვადგენთ ჩვენს საბოლოო სიტყვას. დაცვის მხარის მოთხოვნა არის ის, რომ გადაკვაიფიცირებული მუხლი არის უკანონო. ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელიც არის კანონიერი, არის მათი სრული გამართლება“,- განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი – ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა – ისინი ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის ცნო დამნაშავედ.მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა თითოეულ ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დაკავებულ 11 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს. მოსამართლე გალუსტაშვილმა აღნიშნული ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც ჯგუფურ მოქმედებაში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს, რამაც საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია.

პროკურატურა მსჯავრდებულების დამნაშავედ ცნობას თავდაპირველად წარდგენილი მუხლით ითხოვს, დაცვის მხარე კი საერთოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “არ აქვს მაღალჩინოსანს და დაბალჩინოსანს მნიშვნელობა – ყველა ადამიანს, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, ადეკვატურ პასუხს ვაგებინებთ” – გიორგი გვარაკიძე
  • სასახლის ღობის საქმე – გიორგი კირვალიძისთვის გაფორმებული საპროცესო შესაძლოა გადაიხედოს
  • გენერალური პროკურორი ამბობს, რომ კორუფციული დანაშაულების არაერთი საქმე ჯერ კიდევ გამოძიების ქვეშააა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge