Thursday, January 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

ქუთაისში პოლიციის შენობას ესროლეს

January 29, 2026
სპეცოპერაციის დროს კაცი ცუდად გახდა, შემდეგ კი გარდაიცვალა – მედია

ქუთაისში, არაყიშვილის ქუჩაზე მდებარე იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმართულებით ისროლეს – ფაქტს შსს ადასტურებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო წერს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 31 წლის კ.გ. დააკავა.

გელა გელაძის უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გლუვლულიანი სანადირო თოფიდან გაისროლა.

გასროლის შედეგად დაზიანდა შენობის ფასადი და კარი. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული კ.გ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, არაყიშვილის ქუჩაზე მდებარე იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმართულებით გლუვლულიანი სანადირო თოფიდან გაისროლა, რის შედეგადაც დაზიანდა შენობის ფასადი და კარი.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად კ.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,” – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს, ლაგოდეხში სამმა პირმა პოლიციელებს აგინა და სცემა. 

ოზურგეთში რესტორან “ილიკოში” კი  საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე, დავით შარაშიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის გოგა ჯინჭარაძის დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თებერვალი ზოდიაქოს 3 ნიშნის წარმომადგენლებისათვის ცხოვრების ახალ თავს გახსნის – ასტროლოგები ასახელებენ
  • ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში საქართველოს 10 -ზე მეტი მოქალაქე იმყოფება
  • თებერვალი ზოდიაქოს ამ 3 ნიშნის წარმომადგენლებისათვის ცხოვრების ახალ თავს გახსნის

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge