საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის ფარგლებში, XI კლასში უზრუნველყოფილი იქნება სკოლაში ორგანიზებული რეპეტიტორიუმი, რაც მოსწავლეებს ეროვნული გამოცდებისთვის მიზანმიმართული და სისტემური მომზადების შესაძლებლობას მისცემს.
კონცეფციის თანახმად, სიახლე შეეხება იმ მოსწავლეებს, რომლებიც XI კლასს დაასრულებენ 2027-2028 სასწავლო წელს.
“ზოგადი განათლების შინაარსის განვითარების პროცესში სასწავლო პროგრამების რეფორმის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება იქნება ფუნდამენტური საგნების სწავლების გაძლიერება. განსაკუთრებული ყურადღება
გამახვილდება ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე, ვინაიდან ისინი ასრულებენ ძირითად როლს ეროვნული თვითმყოფადობის, ისტორიული მეხსიერებისა და სახელმწიფოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაში.
სკოლის საშუალო საფეხურზე (X-XI კლასები) სასწავლო პროგრამები გახდება მიზანმიმართული, პროფილური სწავლების პრინციპზე დაფუძნებული და სინქრონიზებული აკადემიურ და პროფესიულ მოთხოვნებთან. ეროვნული
გამოცდები სრულ თანხვედრაში მოვა ეროვნული სასწავლო გეგმის სასწავლო შინაარსთან. ამ პროცესის მხარდასაჭერად, XI კლასში უზრუნველყოფილი იქნება სკოლაში ორგანიზებული რეპეტიტორიუმი, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, სრულფასოვნად მოემზადონ ეროვნული გამოცდებისთვის.
აღნიშნული სიახლე შეეხება იმ მოსწავლეებს, რომლებიც XI კლასს დაასრულებენ 2027-2028 სასწავლო წელს“,- ნათქვამია კონცეფციაში.
