კრწანისი რაიონში, აბესაძის და აფხაზის ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, წყალმომარაგება შეუწყდება საღამოს 22:00 საათიდან და აღდგება 29 იანვრის დილის 10:00 საათზე.
„სამუშაოების მიმდინარეობისას 1/28/2026 22:00 დან 1/29/2026 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: აბესაძის N1-19 (კენტებს), N2-14 (ლუწებს), აბესაძის მე-2 ჩიხს, კოტე აფხაზის N 1-25 (კენტებს), N 2-16 (ლუწებს); ივერიის N1-7 (კენტებს), ივერიის ჩიხს და კალისტრატე ცინცაძის N 2-4 (ლუწებს), N 1-7 (კენტებს) ქუჩებს“.
წყალმომარაგება შეწყდება ასევე, ჩუღურეთი რაიონში.
„ს.ქურდიანის და მეუნარგიას ქუჩებისკვეთაზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 1/28/2026 23:00 დან 1/29/2026 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ც. დადიანის N1, N2, N7-N39 (კენტები) და ვეშაპურის ქუჩებს, ვეშაპურის 1 და მე-2 შესახვევს, ვეშაპურის ჩიხს, სოლომონ ქურდიანის (ზაქრაძის) ქუჩას, სოლომონ ქურდიანი 1 და მე-2 შესახვევს, გურგენიძის ქუჩას, გურგენიძის შესახვევს, ლალიონის ქუჩას, ლალიონის შესახვევს, მეუნარგიას ქუჩას, მეუნარგია ჩიხს, მეუნარგიას შესახვევს, ავთანდილ იოსელიანის და რკინიგზის N 2 ქუჩებს“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
