Wednesday, January 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში შეშფოთების საგანია ივანიშვილის რეჟიმის მიერ მოსახლეობის წინააღმდეგ შესაძლო ქიმიური იარაღის გამოყენება” – თინა ბოკუჩავა

January 28, 2026
“ივანიშვილმა არაკომპეტენტური მატყუარები საკუთარ რიგებში მოიკითხოს” – თინა ბოკუჩავა

დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ყველაზე დიდი შეშფოთების საგანი არის შესაძლო ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ცნობები, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა გამოიყენა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, პროევროპული დემონსტრაციების დროს , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ შესაძლო ქიმიური ნივთიერების გამოყენებასთან დაკავშირებული პირები პასუხისგებაში მიეცნენ.

„მაშინ, როდესაც ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები აღარ იმყოფებიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებს გვაქვს შესაძლებლობა, რომ წარმოვადგინოთ ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის ინტერესები ამ უმნიშვნელოვანეს ასამბლეაში. დღეს ყველაზე დიდი შეშფოთების საგანი აქ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, არის შესაძლო ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ცნობები, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა გამოიყენა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, პროევროპული დემონსტრაციების დროს. ჩვენ, რა თქმა უნდა, აქტიურად ვმუშაობთ ერთობლივი ძალისხმევით ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან, სხვადასხვა ეროვნულ დელეგაციებთან იმისთვის, რომ ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტი იქნას გამოყენებული და პასუხისგებაში იქნან მიცემული ის ადამიანები, ვინც გასცეს ბრძანება, ვინც შეასრულეს და ნებისმიერი ფორმით მონაწილეობა მიიღეს ამ უმძიმეს დანაშაულში. საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება ომის დანაშაულად ითვლება საერთაშორისო სამართალში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებმა, საქართველოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში აქციების დასაშლელად აკრძალული ქიმიური ნივთიერების სავარაუდო გამოყენებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს. ისინი აღნიშნულ თემაზე საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგანან თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როგორ მოქმედებს დაბადების საათი ადამიანის ბედსა და ხასიათზე?
  • ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს
  • ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლისთვისაც მერკური ყოველდღე რეტროგრადულ მოძრაობაშია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge