Wednesday, January 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“არსებობს იმის რესურსი, რომ მედიკამენტებზე ფასების კორექტირება მოხდეს” – ირაკლი მარგველაშვილი

January 28, 2026
“არსებობს იმის რესურსი, რომ მედიკამენტებზე ფასების კორექტირება მოხდეს” – ირაკლი მარგველაშვილი

საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ირაკლი მარგველაშვილის განცხადებით, ხელისუფლებასთან და ფარმაცევტულ კომპანიებთან თანამშრომლობის საფუძველზე არსებობს იმის რესურსი, რომ ფასების კორექტირება მოხდეს.

როგორც მან მთავრობის მიერ შექმნილი სამუშაო კომისიისა და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან აღნიშნა, მედიკამენტებზე უნდა დადგინდეს „სამართლიანი ფასი“.

„თანამშრომლობის საფუძველზე რესურსი ყოველთვის არსებობს, საუბარია სამართლიან ფასებზე, რომელიც უნდა იყოს. საქართველოში ფასთა წარმოქმნის რეგულაციის პროცესი უკვე რამდენიმე წელია დაწყებულია. ალბათ, საუბარი არის პროცესის უფრო მეტად დახვეწაზე, მეთოდოლოგიის გაუმჯობესებასა და მედიკამენტების შემდეგ ჯგუფებში გავრცელებაზე. საქართველოში დაახლოებით 7 ათასი მედიკამენტი უკვე არის რეფერენტული ფასების სიაში, ეს იმას ნიშნავს, რომ ფასი რეგულირდება გარე რეფერენტული სისტემით, მაგრამ კიდევ ერთი მაგდენი, სავარაუდოდ, რჩება მიღმა. ალბათ, პირველ ეტაპზე უპრიანია ვისაუბროთ რეცეპტორულ მედიკამენტებზე, რომელიც გამოიყენება ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ“, – განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია სახელმწიფო პროგრამის განვითარება, რაც მედიკამენტებზე წვდომას უზრუნველყოფს. მისი განმარტებით, „უნდა დადგინდეს ის სამართლიანი ფასი, რაც სახელმწიფომ და თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გადაიხადოს მედიკამენტებში“. ირაკლი მარგველაშვილის განცხადებით, არ არსებობს იაფი და ძვირის კატეგორია, არამედ არსებობს “სამართლიანი ფასი“.

“სამართლიანი ფასი საერთაშორისო სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს გეოგრაფიული მდებარეობიდან, მოწოდების გზებიდან გამომდინარე და ასე შემდეგ. ზუსტად ამისთვის არის ეს შეხვედრები, რომ დადგინდეს ის ფასი, რომელიც სამართლიანი იქნება საქართველოსთვის”, – განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როგორ მოქმედებს დაბადების საათი ადამიანის ბედსა და ხასიათზე?
  • ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს
  • ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლისთვისაც მერკური ყოველდღე რეტროგრადულ მოძრაობაშია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge