Wednesday, January 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ილია ღუდუშაურს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით წარუდგინეს – ადვოკატი

January 28, 2026
ილია ღუდუშაურს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით წარუდგინეს – ადვოკატი

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ილია ღუდუშაურს ბრალი წარუდგინეს. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.

ბრალის დადგენილება ყოფილ მაღალჩინოსანს დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში წარუდგინეს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ადვოკატმა, დიმიტრი მჭედლიშვილმა განუცხადა, ილია ღუდუშაურს წარდგენილ ბრალთან მიმართებით პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია, რადგანაც ელოდებიან საქმის მასალების გადაცემას.

“ბრალი წარუდგინეს 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით. ეს არის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. აღნიშნული მუხლი სანქციის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. საქმის მასალები ახლა უნდა გადმომცენ.მასალების გადმოცემის შემდეგ გვექნება ჩვენი პოზიცია ბრალთან დაკავშირებით. ბრალის ფორმულირება ეხება ერთ-ერთ კონკრეტულ შესყიდვას ერთ-ერთ ტენდერთან დაკავშირებით. თავს დამნაშავედ თვლის, თუ არა ამაზე ჯერჯერობით პოზიცია არ დაგვიფიქსირებია, ველოდებით საქმის მასალებს”, – განაცხადა დიმიტრი მჭედლიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზეა დაკავებული.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ილია ღუდუშაურს სურდა სხვა კომპანიისთვის უპირატესობის მინიჭება, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე 2022 წლის 27 სექტემბერს გამოცხადებული ტენდერი სწორედ მისი დავალებით შეწყდა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 27 სექტემბერს საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე. ტენდერის საბოლოო ბენეფიციარი იყო სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ, ხოლო გამარჯვებულად გამოვლინდა ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი, 8 525 876 ლარი შესთავაზა.აღნიშნული ტენდერი შეწყდა მინისტრის მოადგილის ილია ღუდუშაურის უკანონო დავალებით. მან ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება სხვა კომპანიისთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით. 2023 წლის 10 მაისს, მისი მითითებით, გამოცხადდა ახალი ტენდერი, რომლის პირობები მორგებული იყო ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე, რის შედეგადაც სხვა კომპანიებმა მონაწილეობა ვერ მიიღეს. წინასწარ შერჩეულ კომპანიას სამინისტრომ უსაფუძვლოდ გადაუხადა 2 138 196 ლარი, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით. კორუფციულ დანაშაულებში მონაწილე პირთა გამოვლენის, მათი პასუხისგებაში მიცემისა და კორუფციული ფაქტების მაქსიმალური პრევენციის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს ოპერატიულ და საგამოძიებო მოქმედებებს“ – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ეს დორბლიანი იმბეცილი ვერც კი ხვდება, რომ Starlink-ი უკრაინის სამხედრო კომუნიკაციების ხერხემალია – ილონ მასკი რადოსლავ სიკორსკიზე
  • ერთი შეხედვით უწყინარი სათამაშო, რომელმაც შეიძლება ბავშვის სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდოს – ექიმების საგანგაშო გაფრთხილება
  • პროკურატურა ღუდუშაურისთვის აღკვეთის ღონისძიებად საპატიმრო გირაოს ითხოვს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge