6 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღისთვის მიძღვნილ კონცერტზე, კრემლის სახელმწიფო სასახლეში სპეციალური კონცერტი გაიმართება, რომელშიც წარმოშობით ქართველი მომღერლებიც აპირებენ მონაწილეობის მიღებას.
როგორც აფიშიდან ხდება ცნობილი, კონცერტზე იმღერებენ: თამარ გვერდწითელი, სოსო პავლიაშვილი, A’Studio (სოლისტი ქეთა თოფურია) და რუსული ესტრადის სხვა წარმომადგენლები, მათ შორის, ნიკოლაი ბასკოვი, ვალერი ლეონტივი და სხვები.
აღნიშნულ ინფორმაციას ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“აი, თუ ეს მართალია, ეს ნაგვები საქართველოში თუ ჩამოვლენ, კი ვიცით როგორც უნდა დავხვდეთ!!! სადმე რომ გადამეყარონ თბილისის ქუჩებში ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ!!! ეს ნაგავი არაადამიანები. ესენიც უნდა გასამართლდნენ!!!”, – წერს კვესიტაძე “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.