ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, თუ ირანი თავს დაესხმება ისრაელს, ისრაელი მკაცრად უპასუხებს.
„ირანის ღერძი ცდილობს აღდგეს – მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს გააკეთოს. თუ ირანი სერიოზულ შეცდომას დაუშვებს და თავს დაესხმება ისრაელს, ჩვენ ვუპასუხებთ ისეთი ძალით, როგორიც ირანს აქამდე არასდროს უნახავს“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.
მისი თქმით, ისრაელი მუდმივ კონტაქტშია შეერთებულ შტატებთან.
„აშშ ჩვენთან მუდმივ კონტაქტშია. სრულად ვართ ინფორმირებულები“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
