2025 წელს საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობის, თითქმის 478 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობი და ნავთობპროდუქტები რუსეთისგან იყიდა – ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით გამოცემა BM. ge ავრცელებს და წერს, რომ წელს საქართველოს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი 8%-ით გაუიაფდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2024 წელს ქვეყანაში 1.303 მლრდ დოლარის ღირებულების 1 595 001 ტონამდე ნავთობპროდუქტი შემოვიდა, 2025 წელს კი 1.358 მლრდ დოლარის ღირებულების 1 809 312 ტონა.
ტოპ-5 ქვეყანა, სადაც 2025 წელს საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყიდა:
• რუსეთი – 477.674 მლნ დოლარის 693 645 ტონა
• რუმინეთი – 230.948 მლნ დოლარის 305 553 ტონა
• ბულგარეთი – 192.995 მლნ დოლარის 263 583 ტონა
• აზერბაიჯანი – 117.772 მლნ დოლარის 171 811 ტონა
• თურქეთი – 107.983 მლნ დოლარის 120 737 ტონა
