ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.
“ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 იანვარს, 11:35-იდან 11:40 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ჯიღაურა, ჭოპორტი, გალავანი, ბურიანი, ნავდარაანთკარი და მიმდებარე სოფლებში; 11:45-იდან 11:50 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – საგურამო, წიწამური და ახალსოფელი; 12:00-იდან 13:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ციხისძირი, ძველი ქანდა, მუხრანი და მიმდებარე სოფლებში; 13:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – მჭადიჯვარი, ქვემო კოდისწყარო, ებნისი, წილკანი, ლამოვანი და მიმდებარე სოფლებში.
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
