რით განსხვავდება ზღვის მარილი ჩვეულებრივი მარილისგან?
მარილი ადამიანის მენიუს მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ორგანიზმში უამრავ როლს ასრულებს – მარილის იონები წყლისა და მარილის ოპტიმალურ ბალანსს ინარჩუნებენ, კუჭის წვენის გამომუშავებაში მონაწილეობენ და ნერვულ იმპულსებსაც კი ატარებენ.
სამზარეულოში უმეტესად, ჩვეულებრივ სუფრის მარილს ვიყენებთ, თუმცა, ბოლო წლებში ზღვის მარილი სულ უფრო პოპულარული ხდება. რით განსხვავდება ის?
ზღვის მარილი ზღვის წყლის ბუნებრივი აორთქლების გზით მიიღება, რაც მას საშუალებას აძლევს ისეთი მინერალები შეინარჩუნოს, როგორიცაა მაგნიუმი, კალიუმი, იოდი და რკინა. სუფრის მარილი, როგორც წესი, უფრო რთულ დამუშავებას გადის – მინარევებისგან გაწმენდის პროცესში ის მინერალების უმეტესობას კარგავს, რის შედეგადაც თითქმის სუფთა ნატრიუმის ქლორიდი რჩება.
ზღვის მარილი კოსმეტოლოგიაში
მისი შემადგენლობისა და წარმოების მეთოდის გათვალისწინებით, ზღვის მარილი უფრო სასარგებლო ჩანს და ბოლო დროს, სულ უფრო ფართოდ იყენებენ კოსმეტოლოგიაში.
მიიჩნევა, რომ ზღვის მარილი კანის ანთებას ამცირებს, ჭრილობის შეხორცებას აჩქარებს და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. განაგრძეთ კითხვა…
