Monday, January 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება, მე პასუხისმგებელი ვარ საკუთარ თავზე” – კახა კალაძე

January 26, 2026
“ნუ ინერვიულებთ, ისედაც ბევრი გაქვთ სანერვიულო, ისეთ მდგომარეობაში ხართ…”- ვის მიმართავს კახა კალაძე?

“თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება” – ამის შესახებ  კალაძემ მედიასთან თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოსთან დაკავშირებით მიმდინარე საგამოძიებო პროცესის თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.

კითხვაზე, არის თუ არა თავად პასუხისმგებელი მომხდართან დაკავშირებით, კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერი საგამოძიებო უწყების თანამშრომელი ვერ იქნება.

„ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები. მე პასუხისმგებელი ვარ საკუთარ თავზე. დედაქალაქის მერი საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელი ან თანამშრომელი ვერ იქნება. არსებობს შესაბამისი საგამოძიებო სამსახურები, რომლებმაც დანაშაული უნდა გამოავლინონ, პრევენციული ღონისძიებები ჩაატარონ. თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფი სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი ქრთამის აღების სანაცვლოდ, თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს მფარველობას უწევდა, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. „ატკატებს“ იღებდა.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ლილუაშვილი-გვანცელაძის ხსენებულ დანაშაულებრივ სქემაში კახაბერ გვანცელაძეს ჩართული ჰყავდა სააგენტოს ფინანსური აღრიცხვისა და გაანგარიშების, ასევე მონიტორინგის თანამშრომლები. ყველა მათგანის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – რა კადრები ვრცელდება?
  • სურსათის სააგენტო – Picot-ის ბავშვთა კვების იდენტიფიცირებული პარტიები ბაზრიდან თითქმის სრულად ამოღებულია
  • სუს-ი – განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge