Monday, January 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ცხინვალიდან თამარ მეარაყიშვილის გამოძევებით უხეშად დაირღვა არა მხოლოდ ქართველი აქტივისტის უფლებები, არამედ რეგიონში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის სამართლებრივი სტატუსი გახდა სადავო” – „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“

January 26, 2026
“ცხინვალიდან თამარ მეარაყიშვილის გამოძევებით უხეშად დაირღვა არა მხოლოდ ქართველი აქტივისტის უფლებები, არამედ რეგიონში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის სამართლებრივი სტატუსი გახდა სადავო” – „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ცხინვალიდან თამარ მეარაყიშვილის გამოძევების საქმეს აფასებს და აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით უხეშად დაირღვა არა მხოლოდ ქართველი აქტივისტი ქალის უფლებები, არამედ რეგიონში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის სამართლებრივი სტატუსი გახდა სადავო.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, თამარ მეარაყიშვილის დაპატიმრება და ცხინვალიდან გამოძევება წარმოადგენს არა მხოლოდ კონკრეტული უფლებადამცველის მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციულ და რეპრესიულ ზომას, არამედ ქმნის საშიშ პრეცედენტს ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის. როგორც ორგანიზაცია აცხადებს, მეარაყიშვილის ცხინვალიდან გამოძევება არა მხოლოდ ინდივიდუალური უფლებების უხეში დარღვევაა, არამედ საგანგაშო გზავნილია იქ მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებითვე, განსაკუთრებით საგანგაშოა ის გარემოება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არათუ არ დაგმო ეთნიკურად ქართველი მოქალაქის ოკუპირებული რეგიონიდან გამოძევება, არამედ ცალკეულმა პოლიტიკოსებმა თამარ მეარაყიშვილი პროვოკატორობაშიც კი დაადანაშაულეს, რითაც ფაქტობრივად გაამართლეს მისი გამოძევება.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ახალგორელი აქტივისტი და ჟურნალისტი თამარ მეარაყიშვილი 2025 წლის 22 დეკემბერს ღამით, ცხინვალში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. მას დე-ფაქტო პროკურატურა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს – ჯაშუშობას ედავებოდა. აღნიშნული დანაშაული 10-იდან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც შემდგომში გახდა ცნობილი, 22 დეკემბერს ღამით თამარ მეარაყიშვილის სახლში სპეცრაზმი აივნიდან შეიჭრა და ქალი აქტივისტი დემონსტრაციულად აგრესიული და მასშტაბური სპეცოპერაციის ფარგლებში უკანონოდ დააკავა. თავად თამარ მეარაყიშვილი აღწერდა, რომ მის საცხოვრებელში მოულოდნელად 20-ზე მეტი ნიღბიანი და შეიარაღებული სამართალდამცავი შეიჭრა, ხოლო სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე 100-ზე მეტ სპეცრაზმელს ჰქონდა ალყა შემორტყმული. დაკავების მომენტამდე მას არ განუმარტეს ბრალდება და მხოლოდ დაკავების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ჯაშუშობაში ედებოდა ბრალი. პროტესტის ნიშნად თამარ მეარაყიშვილმა ციხეში მშრალი შიმშილობა დაიწყო. ამ პერიოდში იგი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან წამების მუქარისა და ეთნიკური ნიშნით სიძულვილის მსხვერპლიც გახდა.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დე ფაქტო სამართალდამცავი ორგანოები თამარ მეარაყიშვილს ადანაშაულებდნენ ცხინვალში გადაღებული ვიდეომასალის გამო, რომელშიც ასახული იყო საკომუნიკაციო ანძა/კოშკი, რომელიც დე ფაქტო ორგანოების განმარტებით სტრატეგიული ობიექტია. ვინაიდან ვიდეომასალა თამარ მეარაყიშვილმა საჯაროდ, სოციალურ ქსელში გაავრცელა, ადგილობრივი ხელისუფლების მტკიცებით, ამ ქმედებით მან ზიანი მიაყენა „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ საგარეო უსაფრთხოებას.

2025 წლის 24 დეკემბერს ცხინვალის დე ფაქტო საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ თამარ მეარაყიშვილის ქმედებამ გამოიწვია სტრატეგიული მნიშვნელობის ინფორმაციის გაჟონვა და ზიანი მიაყენა რესპუბლიკის ეროვნულ ინტერესებსა და უსაფრთხოებას. დე ფაქტო პროკურატურის განმარტებით, სწორედ ეს გახდა მის წინააღმდეგ ჯაშუშობის ბრალდებით სისხლის სამართლის დევნის დაწყების საფუძველი. ამავე დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, თამარ მეარაყიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა მიესაჯა. დანაშაულის სიმძიმეზე მითითებით, ზემდგომმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ მისი საკასაციო საჩივარი, რის შედეგადაც ქალი აქტივისტი პატიმრობაში დარჩა. მან მშრალი შიმშილობა გააგრძელა და თავს ძალიან სუსტად გრძნობდა.

2025 წლის 31 დეკემბერს ცხინვალის დე ფაქტო საქალაქო სასამართლომ თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ამჯერად სხვა სამართლებრივი საფუძვლით. რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 18.8 მუხლის საფუძველზე, თამარ მეარაყიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად იქნა მიჩნეული იმ მოტივით, რომ მან „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. მოქალაქეობა კანონის დარღვევით მიიღო, იმ პირობებში, როცა პარალელურად საქართველოს მოქალაქეობას ფლობდა. აღნიშნული საფუძვლით, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მისი დაჯარიმებისა და ცხინვალის რეგიონიდან გამოძევების შესახებ.

გამოძევების შესახებ გადაწყვეტილება თამარ მეარაყიშვილისთვის მოულოდნელი იყო იმ ფონზე, როდესაც მის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე გრძელვადიან პატიმრობას ითვალისწინებდა. უცნობია, რა პოლიტიკურმა პროცესებმა განაპირობა ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის პოზიციის ასეთი რადიკალური ცვლილება. არც ქართულ მხარეს განუმარტავს თამარ მეარაყიშვილის გათავისუფლებისა და გამოძევების გარემოებებთან დაკავშირებით, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვებს, რომ აქტივისტის გამოძევება უფრო მეტად პოლიტიკურ არგუმენტებს ეფუძნებოდა და მისი კრიტიკული აქტივიზმის ჩახშობას ისახავდა მიზნად.

ამ ეტაპზე თამარ მეარაყიშვილი სასამართლოში ასაჩივრებს გამოძევების შესახებ გადაწყვეტილებას, რადგან მიიჩნევს, რომ დადგენილება უკანონო, დაუსაბუთებელი და მისი აქტივისტური საქმიანობის ჩახშობას ისახავდა მიზნად. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 18-ე მუხლის გამოყენების შემთხვევაში, ცხინვალის დე ფაქტო ორგანოებს უნდა დაესაბუთებინათ, ჰქონდა თუ არა თამარ მეარაყიშვილს საქართველოს მოქალაქეობა და მიიღო თუ არა მან „სამხრეთ ოსეთის“ მოქალაქეობა უკანონოდ. ამის შემდეგ საჭირო იყო მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურის ჩატარება და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლებოდა პირის გამოძევება.

„სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო კანონმდებლობის მიხედვით, მოქალაქეობის შეწყვეტის გარეშე პირის ქვეყნიდან გაძევება დაუშვებელია. ასევე, მოქალაქეობის უკანონო მიღების ან ორმაგი მოქალაქეობის არსებობის ეჭვის შემთხვევაში, პროკურატურას უნდა მიემართა სასამართლოსთვის შესაბამისი ფაქტების დასადგენად, რის შემდეგაც პრეზიდენტსა და მოქალაქეობის კომისიას უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება მოქალაქეობის შეწყვეტის ან მასზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული პროცედურები ცხინვალის დე ფაქტო ორგანოებმა სრულად უგულებელყვეს და 31 დეკემბერსვე, დაუყოვნებლივ მოახდინეს თამარ მეარაყიშვილის გამოძევება რეგიონიდან.

ამასთან, ის გარემოება, რომ მძიმე სისხლის სამართლის ბრალდება ადმინისტრაციულ სანქციად „ჩანაცვლდა“, მიუთითებს, რომ რეჟიმი სისხლის სამართლის საქმეს პოლიტიკური მოტივებით აწარმოებდა და მისი მთავარი მიზანი თამარ მეარაყიშვილის გაჩუმება იყო“, – აცხადებს “სოციალური სამართლიანობის ცენტრი”.

ორგანიზაციის შეფასებით, თამარ მეარაყიშვილი ახალგორში და ზოგადად, ცხინვალის რეგიონში წლების განმავლობაში იყო მნიშვნელოვანი კრიტიკული ხმა, რომელიც რეგიონში არსებულ უფლებრივ და სოციალურ პრობლემებზე ხმამაღლა საუბრობდა, ამხელდა ადგილობრივ კორუფციულ გარემოს და არ მალავდა კრიტიკას ადგილობრივი პოლიტიკოსების თუ საჯარო მოხელეების მიმართ.

“თამარ მეარაყიშვილი წლების განმავლობაში წარმოადგენდა მნიშვნელოვან კრიტიკულ ხმას ახალგორში და ზოგადად ცხინვალის რეგიონში. იგი საჯაროდ საუბრობდა რეგიონში არსებულ უფლებრივ და სოციალურ პრობლემებზე, ამხელდა კორუფციულ პრაქტიკებს და ღიად აკრიტიკებდა ადგილობრივ პოლიტიკოსებსა და საჯარო მოხელეებს. თამარ მეარაყიშვილი იცავდა არა მხოლოდ ადგილობრივი ქართველების, არამედ ოსი თემის ინტერესებსაც.

აქტივისტის გაჩუმების მცდელობა პირველად 2017 წელს განხორციელდა, როდესაც იგი ცილისწამების, დოკუმენტების ფალსიფიკაციისა და ოფიციალური დოკუმენტების უკანონოდ მიღების ბრალდებით დააპატიმრეს. ხუთწლიანი სამართლებრივი პროცესის შემდეგ დე ფაქტო სასამართლო სისტემამ იგი გაამართლა და გამოძიება შეწყდა. მიუხედავად ამისა, 2017 წლის შემდეგ დე ფაქტო რეჟიმმა თამარ მეარაყიშვილს პასპორტი და სხვა პირადი დოკუმენტები არ დაუბრუნა, რაც მას თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობას ართმევდა. შედეგად, იგი ფაქტობრივად სრულ იზოლაციაში ცხოვრობდა.

მიუხედავად განგრძობადი რეპრესიებისა, თამარ მეარაყიშვილს არ შეუწყვეტია საჯარო აქტივიზმი და კრიტიკული პოზიციონირება, რაც საბოლოოდ 2025 წლის ბოლოს მისი დაპატიმრებითა და გამოძევებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ დაკავებას წინ უძღოდა მისი პროტესტი და არაერთი მოთხოვნა პასპორტისა და გადაადგილებისთვის საჭირო დოკუმენტების დაბრუნების თაობაზე. ამ საკითხზე იგი ითხოვდა შეხვედრას „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ დე ფაქტო პრეზიდენტთან და შიმშილობის დაწყებასაც გეგმავდა. სწორედ პროტესტისა და შიმშილობის დაწყებამდე ერთი დღით ადრე მოხდა მისი დაკავება საკუთარ საცხოვრებელში, რაც არაერთი ადგილობრივი აქტივისტისა და ჟურნალისტის შეფასებით, მიზნად ისახავდა მის გაჩუმებას და ცხინვალში პროტესტის პრაქტიკის შეჩერებას.

თამარ მეარაყიშვილის აქტივიზმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმ ფონზე, რომ 2014 წლიდან, რუსული ე.წ. „უცხოელი აგენტების“ კანონის ამოქმედების შემდეგ, ცხინვალის რეგიონში სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია პრაქტიკულად განადგურდა. მიუხედავად მუდმივი შევიწროებისა და დევნისა, თამარ მეარაყიშვილს არ შეუწყვეტია უფლებადაცვითი საქმიანობა და რეგიონის მოსახლეობის რეალური საჭიროებების, წუხილებისა და ინტერესების დღის წესრიგში დაყენება. მისი საქმიანობის მნიშვნელობას აღიარებდნენ როგორც ქართველები, ისე ოსები, რადგან იგი საუბრობდა საერთო პრობლემებზე და ცდილობდა დიალოგის შენარჩუნებას.

თამარ მეარაყიშვილის დაპატიმრება და გამოძევება წარმოადგენს არა მხოლოდ კონკრეტული უფლებადამცველის მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციულ და რეპრესიულ ზომას, არამედ ქმნის საშიშ პრეცედენტს ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის, რომლებიც ძირითადად ახალგორის რაიონში არიან კომპაქტურად დასახლებულნი. გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო ახალგორელთა რაოდენობა ისედაც მუდმივად იკლებს და რეგიონში დეპოპულაციის პროცესი მიმდინარეობს. თამარ მეარაყიშვილის გამოძევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ატარებს მკაფიო პოლიტიკურ მუქარას იმ ეთნიკური ქართველების მიმართ, რომელთაც შენარჩუნებული აქვთ საქართველოს მოქალაქეობა, და აჩენს რეალურ საფრთხეს, რომ მათი სამართლებრივი სტატუსი მყიფეა და მათაც შესაძლოა რეგიონიდან გამოძევება დაემუქროთ.

განსაკუთრებით საგანგაშოა ის გარემოება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არათუ არ დაგმო ეთნიკურად ქართველი მოქალაქის ოკუპირებული რეგიონიდან გამოძევება, არამედ ცალკეულმა პოლიტიკოსებმა თამარ მეარაყიშვილი პროვოკატორობაშიც კი დაადანაშაულეს, რითაც ფაქტობრივად გაამართლეს მისი გამოძევება. ამასთან, ქართულ სახელმწიფოს არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები გამოძევებული აქტივისტის საცხოვრებლით უზრუნველყოფისა და მძიმე სტრესისა და შიმშილობის შემდეგ მისი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისთვის. 31 დეკემბერს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის შემდეგ თამარ მეარაყიშვილს დასარჩენი ადგილიც კი არ ჰქონდა, თუმცა არც ერთ სოციალურ სამსახურს მასთან არ უმუშავია.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს თამარ მეარაყიშვილის მხარდაჭერას და მისი ინტერესების დაცვას“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – რა კადრები ვრცელდება?
  • სურსათის სააგენტო – Picot-ის ბავშვთა კვების იდენტიფიცირებული პარტიები ბაზრიდან თითქმის სრულად ამოღებულია
  • სუს-ი – განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge