ირანი ნებისმიერ თავდასხმას ფართო და ისეთ პასუხს გასცემს, რომ ინანებთ – აღნიშნულის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ესმაილ ბაგაეიმ განაცხადა.
“ირანის ისლამური რესპუბლიკა ენდობა საკუთარ შესაძლებლობებს და ითვალისწინებს წარსულ გამოცდილებას, განსაკუთრებით ივნისის გმირული ბრძოლის გამოცდილებას და იმაზე უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა“ – აღნიშნა ესმაილ ბაგაეიმ.
