მზექალა შანიძეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პრემია და ილიას მედალი გადაეცა.
ინფორმაციას ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
„მეცნიერებაში ყოველთვის არის წინ გზა, მაგრამ ეს გზა გასავლელად ყოველთვის ადვილი არ არის“ – განაცხადა მზექალა შანიძემ.
“ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ქართული მეცნიერების ეპოქალური სახე მზექალა შანიძე, 2026 წლის 23 იანვარს დაჯილდოვდა ილიას უნივერსიტეტის სამეცნიერო პრემიითა და ილიას მედლით.” – ნათქვამია ინფორმაციაში.
