თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული. ტერიტორია ყვითელი ლენტებითაა შემოსაზღვრული.
არსებული ინფორმაციით, სუს-თან ავტომობილში ცხედარი იპოვეს, თუმცა ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.
მას ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნება. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შსს-ს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.
