ევროპელთა უმეტესობა მომავალს პესიმისტურად უყურებს – აღნიშნულის შესახებ “პოლიტიკო“ წერს და სტრატეგიული კომუნიკაციების კომპანია FGS Global-ის შედეგებს ავრცელებს.
გამოკითხულთა 63% აცხადებს, რომ “საუკეთესო წლები უკან დარჩა“, ხოლო 77% მიიჩნევს, რომ ცხოვრება მათ ქვეყანაში “უფრო რთული იქნება შემდეგი თაობისთვის“.
“პოლიტიკოს” ცნობით, პესიმისტური განწყობა განსაკუთრებით დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში დაფიქსირდა. ევროპელთა უმრავლესობა, 76% აცხადებს, რომ დემოკრატია მათ ქვეყანაში დაღმასვლას განიცდის. პესიმისტური განწყობა უფრო მაღალი იყო რუმინეთში – 91%, საბერძნეთში – 88% და ბულგარეთში – 86%.
გამოცემის ინფორმაციით, თითქმის ყველა გამოკითხულ ქვეყანაში, უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მათი ქვეყანა არასწორ გზაზეა. გამონაკლისს წარმოადგენს პოლონეთი, ლიეტუვა და დანია. კითხვაზე, ეთანხმებიან თუ არა ისინი, რომ მათმა ქვეყნებმა „უფრო თავდაჯერებულად უნდა დაიცვან საკუთარი ეროვნული ინტერესები, მაშინაც კი, თუ ეს სხვა ქვეყნებთან უთანხმოებას შექმნის“, 71 %-მა დადებითად უპასუხა.
