ჩვენთვის უსაფრთხოების გარანტიები აშშ-სგან არის უპირველეს ყოვლისა, -ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტი 100 პროცენტით მზადაა ხელმოწერისთვის.
“დოკუმენტი 100%-ით არის მზად და ჩვენს პარტნიორებს ველოდებით, რათა შევათანხმოთ თარიღი და ადგილი, როცა ხელს მოვაწერთ“,- განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, შეთანხმების რატიფიცირება აშშ-ის კონგრესისა და უკრაინის უმაღლესი რადას მიერ უნდა მოხდეს.
“ამის შემდეგ დოკუმენტი აშშ-ს კონგრესსა და უკრაინის პარლამენტს გადაეგზავნება რატიფიკაციისთვის,” – დასძინა მან.
