Monday, January 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს

January 26, 2026
დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოუწოდა მინესოტას გუბერნატორს, ტიმ უოლცსა და მერს, ჯეიკობ ფრეის, ოფიციალურად ითანამშრომლონ ტრამპის ადმინისტრაციასთან.

ამასთან, ტრამპმა მოუწოდა აშშ-ში ყველა დემოკრატ გუბერნატორსა და მერს, „წინააღმდეგობის გაწევის და განხეთქილების, ქაოსისა და ძალადობის ნაცვლად”, დაემორჩილონ კანონს.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უოლცმა და ფრეიმ „ყველა კრიმინალი არალეგალი უცხოელი, რომლებიც ამჟამად მათ ციხეებში იმყოფებიან, ფედერალურ ხელისუფლებას უნდა გადასცენ“.

„ოთხწლიანი მმართველობის განმავლობაში, თაღლითი ჯო ბაიდენისა და დემოკრატების წარუმატებელი ლიდერობის დროს, ჩვენს ქვეყანაში ათობით მილიონი არალეგალი უცხოელი კრიმინალი შემოვიდა, მათ შორის ასობით ათასი მსჯავრდებული მკვლელი, მოძალადე, გამტაცებელი, ნარკოდილერი და ტერორისტი. მე არჩევნები მოვიგე და რესპუბლიკელებმა უმრავლესობა მოიპოვეს როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ასევე სენატში, დიდწილად იმიტომ, რომ ჩვენ პირობა დავდეთ, რომ საზღვარს დავკეტავდით, რაც გავაკეთეთ კიდეც და ამერიკის ისტორიაში არალეგალი უცხოელი კრიმინალების ყველაზე მასშტაბური მასობრივი დეპორტაცია დავიწყეთ. რესპუბლიკელების მიერ მართულ ქალაქებსა და შტატებში ეს ოპერაციები მშვიდობიანად და შეუფერხებლად მიმდინარეობს, რადგან ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს უფლება აქვთ, ითანამშრომლონ თავიანთ ფედერალურ კოლეგებთან.

მაგალითად, რესპუბლიკელების მიერ მართულ ხუთ შტატში – ტეხასში, ჯორჯიაში, ფლორიდაში, ტენესისა და ლუიზიანაში, ICE-მ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 150 245 არალეგალი კრიმინალი დააკავა – არანაირი პროტესტი, არეულობა ან ქაოსი. რატომ? იმიტომ, რომ ადგილობრივი პოლიცია და ICE თანამშრომლობენ და ერთად მუშაობენ. დემოკრატების მიერ მართული თავშესაფრის ქალაქები და შტატები უარს ამბობენ ICE-სთან თანამშრომლობაზე და სინამდვილეში ისინი მემარცხენე აგიტატორების წახალისებას უწყობენ ხელს, უკანონოდ შეაფერხონ მათი ოპერაციები, რათა დააკავონ ყველაზე უარესი ადამიანები! ამით დემოკრატები არალეგალ უცხოელ დამნაშავეებს გადასახადის გადამხდელ, კანონმორჩილ მოქალაქეებზე მაღლა აყენებენ და სახიფათო გარემოებები შექმნეს ყველა ჩართული პირისთვის. სამწუხაროდ, დემოკრატების მიერ გამოწვეული ქაოსის შედეგად ორი ამერიკელი მოქალაქე დაიღუპა. ამიტომაც მოვუწოდებ გუბერნატორ უოლცს, მერ ფრეის და ამერიკის შეერთებული შტატების ყველა დემოკრატ გუბერნატორსა და მერს, ოფიციალურად ითანამშრომლონ ტრამპის ადმინისტრაციასთან ჩვენი ერის კანონების აღსასრულებლად, წინააღმდეგობის გაწევისა და განხეთქილების, ქაოსისა და ძალადობის ნაცვლად. ადგილობრივი პოლიცია უნდა დაეხმაროს ფედერალურ სამართალდამცავ ორგანოებს დანაშაულისთვის ძებნილი არალეგალი უცხოელების დაკავებაში. ამერიკული ქალაქები უნდა იყოს უსაფრთხო თავშესაფრები მხოლოდ კანონმორჩილი ამერიკელი მოქალაქეებისთვის და არა არალეგალი უცხოელი კრიმინალებისთვის, რომლებმაც დაარღვიეს ჩვენი ერის კანონები“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “უნდა დავადგინოთ, ჰქონდა თუ არა ადგილი მწარმოებლებს შორის კარტერულ გარიგებას” – კობახიძე ფასების ზრდის საქმეზე
  • კომპანია FGS Global-ის გამოკითხვის თანახმად, ევროპელთა უმეტესობა მომავალს პესიმისტურად უყურებს – “პოლიტიკო“
  • საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა დაჩქარებულად განიხილავს კანონპროექტს, რომელიც 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენებას კრძალავს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge