ინგლისელი მწერალი, ჰარი პოტერის ავტორი, ჯოან როულინგი საქველმოქმედო ფონდი Lumos უკრაინაში, ობოლთა თავშესაფარში დარჩენილ 100 000 ბავშვს დაეხმარება.
“ომი ანადგურებს ბავშვობას და აშორებს ერთმანეთს ოჯახის წევრებს. Lumos მოგიწოდებთ დაეხმაროთ უკრაინაში, ობოლთა თავშესაფარში დარჩენილ 100 000 ბავშვს”, – წერს “ტვიტერზე” ჯოან როულინგი.
ცნობისთვის, ორგანიზაცია უკრაინის ტერიტორიიდან ბავშვების უსაფრთხოდ გაყვანაზე იმუშავებს. ამასთა, ქვეყანაში გაიგზავნება სამედიცინო აღჭურვილობა. ბავშვებთან ფსიქოლოგებიც იმუშავებენ.