ინდოეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ მომაკვდინებელი “ნიპას” ვირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა და ჯანდაცვის წარმომადგენლები კარანტინისა და მეთვალყურეობის ზომებს იღებენ.
„Hindu“, „The Telegraph“ და „The Independent“-ის ინფორმაციის თანახმად, დასავლეთ ბენგალის შტატის ქალაქ კოლკატასთან ახლოს მდებარე კერძო საავადმყოფოს ორი ექთანი დაინფიცირდა ვირუსით, რომელიც ზოონოზურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ცხოველებსა და ადამიანებს შორის ვრცელდება.
