Sunday, September 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

(ვიდეო) უპრეცედენტო შემთხვევა – რა ინფორმაციას ავრცელებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა

March 3, 2022
(ვიდეო) უპრეცედენტო შემთხვევა – რა ინფორმაციას ავრცელებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

44 წლის თამარი 22 კვირის ორსული იყო, როდესაც კოვიდ-19-ის გართულებული ფორმით კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, პროფესორ ლევან რატიანი თქმით, დედისა და ნაყოფის მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკული იყო.

„ორსულობის 22-ე კვირაზე პაციენტი გადაყვანილ იქნა მართვად სუნთქვაზე. ნაყოფის წონა იყო 420 გრამი. შემდგომი ოთხი კვირის განმავლობაში დედა იმყოფებოდა მართვად სუნთქვაზე, შეუძლებელი იყო საკეისრო კვეთის ჩატარება ნაყოფის გესტაციური ასაკისა და წონის გამო.

ამ ოთხი კვირის განმავლობაში რამდენჯერმე დაისვა საკითხი ორსულობის შეწყვეტის შესახებ დედის მძიმე რესპირატორული დისტრესის გამო“, – იხსენებს ლევან რატიანი.

კლინიკის პროფესიონალთა გუნდის დიდი ძალისხმევის შედეგად 25-ე კვირის ბოლოს ჩვილი, სახელად ლაზარე დაიბადა, ის 650 გრამს იწონიდა. ამის შემდეგ ჩვილი ნეონატოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს, ის მართვად სუნთქვაზე იმყოფებოდა. მისი მდგომარეობა, ექიმების შეფასებით, კრიტიკული იყო.

“8 კვირის შემდეგ თამარი გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაწერეს, ამის პარალელურად, პატარა ლაზარემაც დაიწყო წონაში მატება და მისი სასიცოცხლო პარამეტრები დარეგულირდა.

დღეს ლაზარე 2700 გრამს იწონის. რამდენიმე დღეში მასაც დედის მსგავსად კლინიკიდან გაწერენ.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ქალბატონ თამარს ულოცავს დედის დღეს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 112 მორიგ განცხადებას ავრცელებს
  • “არასრულწლოვანს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელებით ემუქრებოდა და შიშველი სხეულის ჩვენებას სთხოვდა” – დაკავებულია ერთი პირი
  • “დედაშენს იმაზე უარესს ვუზავთ, რაც მაგ კადრებშიაო…” – რას ამბობს იმ ახალგაზრდის დედა, რომელმაც პოლიციიის განყოფილებაში მომხდარი ძალადობის კადრები მოიპოვა და გაასაჯაროვა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge