თუ კანადა ჩინეთთან გააფორმებს შეთანხმებას, მას დაუყოვნებლივ 100%-იან ტარიფებს დავუწესებ.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„თუ გუბერნატორ [კანადის პრემიერ-მინისტრს] კარნის ჰგონია, რომ შეერთებულ შტატებში საქონლისა და პროდუქტების შესატანად ის კანადას “ჩამოტვირთვის პორტად” აქცევს ჩინეთისთვის, ძალიან ცდება. ჩინეთი ცოცხლად შეჭამს კანადას, სრულიად შთანთქავს მას, რაც მოიცავს მისი ბიზნესების, სოციალური ქსოვილისა და ცხოვრების ზოგადი წესის განადგურებას. თუ კანადა შეთანხმებას გააფორმებს ჩინეთთან, მას დაუყოვნებლივ დახვდება 100%-იანი ტარიფები ყველა კანადურ საქონელსა და პროდუქტზე, რომელიც აშშ-ში შემოდის,” – წერს ტრამპი.
