ამბობს მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის დედა, სოფო ძნელაძე გუშინ ღამით არასრულწოვნების სახლების ჩხრეკის დეტალებზე საუბრობს.
“ჩემს სახლში მივიდნენ გუშინ, გაჩხრიკეს ჩემი სახლი. სახლში ვინც იყო, ყველას ტელეფონი წაიღეს, წაიღეს პერსონალური კომპიუტერი, წაიღეს ლეპტოპი და პირადად გაჩხრიკეს ჩემი უფროსი შვილი – გიორგი ჩიქოვანი. მეხუთე დღეა დემეტრე შიმშილობს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიგებთ ინფორმაციას ციხიდან მისი მდგომარეობის შესახებ. უდანაშაულო მსხვერპლი, რომელიც გწყურიათ, რომელიც გჭირდებათ ჩემი შვილის სახით, გეწირებათ. დამშვიდდით, არ ინერვიულოთ… გენერალურ პროკურორს კვლავ მივმართავ – თქვენი დაწერილი ბრალი კვლავ წავა უკან. მოგიწევთ ამის გაკეთება. შენ ჩემს შვილს რომელი ბრალიც დაუწერე, ამ ბრალს შენ გადაყვები. მოგიწევს რომ გადადგე. თქვენ ხართ არაპროფესიონალი პროკურორი. თქვენ ჩემზე კარგად იცით, მე რასაც ვსაუბრობ” – ამბობს სოფო ძნელაძე.
