ოპოზიციის ერთიანობის გეგმა – “პირველების“ ინფორმაციით, პროდასავლური პოლიტიკური ძალები საბოლოო ერთობისთვის ახალ სამოქმედო გეგმაზე მუშაობს.
ინფორმაცია კოალიცია „ცვლილებების“ წევრმა, თენგო თევზაძემ დაადასტურა.
მისი თქმით, პროდასავლური ძალები ახალ სამოქმედო გეგმასა და სამომავლო ხედვასთან დაკავშირებით მსჯელობენ და პრაქტიკულად, ყველფერი მზადაა, რომ დიდი ერთობა შედგეს.
თევზაძის თქმით, მზადდება დოკუმენტი და სწორედ დოკუმენტის ირგვლივ მოხდება დიდი შეთანხმება.
დოკუმენტში ეწერება ის, თუ როგორ ვიბრძვით ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, როგორც ვიბრძვით ერთად, ვაწყობთ დიდი პროტესტებს და ა.შ. ყველაფერი იქნება საჯარო – ამბობს თენგო თევზაძე.
ოპოზიციასთან შიგნით დაწყებულია ამაზე საუბარი. დოკუმენტიც შედგება ურთიერთთანამშრომლობის, სადაც ყველაფერი იქნება გაწერილი, თუ როგორ ვეწინააღმდეგებით და ვებრძვით ივანიშვილის რეჟიმს. ასევე იქნება გაწერილი ის თანასწორი ღირსეული თამაშის წესები, რომ მერე შემდეგ არ იყოს იმაზე საუბარი, რომ აი პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს ლანძღავენ,ე ერთმანეთს თავს ესხმიან და ა.შ. ის 8 პარტია, რომელიც არის ერთობასა და თანხმობაში, ამის გარდა წარმომიდგენია “ნაციონალური მოძრაობა“, ლელო. ჯერ დოკუმენტზე ვმუშაობთ, ჯერ გავაცნობთ ჩვენს ხედვას მათ. მიუხედავად იმისა, რომ კოალიცია “ცვლილებისთვის” არაერთხელ ვყოფილვართ დაპირისპირებულებიც კი ვფქირობთ, რომ ისინი გულწრფელად ებრძვიან ივანიშვილის რეჟიმს, ამიტომ, ვინც გულწრფელად ებრძვის და ასეთი არის 10 პარტია, თუმცა, სხვებისთვისაც ღია იქნება, თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ ებრძოლონ ივანიშვილის რეჟიმს. “თავისუფლების მოედანთან“ ვსაუბრობთ, არის “ფედერალისტები“, “ევროპული საქართველო“, ძველი პარტიიდან “სტრატეგია აღმაშენებლი“. გვინდა, რომ ეს ხალხი იყოს ერთობაში, მე მგონია, რომ მიიღებენ გადაწყვეტილებას ერთობის სასარგებლოდ, თუ მიიღებენ სხვა გადაწყვეტილებას, არ ვაპირებთ ვინმეზე თავდასხმას. დოკუმენტის ირგვლივ მოხდება ერთობა და ამ დოკუმენტში ეწერება ის, თუ როგორ ვიბრძვით ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, როგორც ვიბრძვით ერთად, ვაწყობთ დიდი პროტესტებს და ა.შ. ყველაფერი იქნება საჯარო”, – განაცხადა თევზაძემ.
ძლიერ საქართველოში აცხადებენ, რომ დოკუმენტის შექმნის შესახებ ინფორმაცია აქვთ, თუმცა ამბპბენ, რომ ჯერჯერობით მისი შინაარსი მათთვის უცნობია.
გვაქვს ინფორმაცია დოკუმენტის შექმნის პროცესზე, თუმცა მისი შინაარსი ჩვენთვის უცნობია, არც ამ სამუშაო დოკუმენტის შექმნის პროცესში ვიღებთ მონაწილეობას. ბუნებრივია, ცალკეულ პოლიტიკოსებთან გვაქვს კონსულტაცია, “ლელო-ძლიერი საქართველოს“ ჰქონდა ყოველთვის ის მიდგომა, რომ რეჟიმის დასამარცხებლად მნიშვნელოვანია მთელი საზოგადოების და საზოგადოებრივი ჯგუფების კონსოლიდაცია, ერთიანი სტრატეგიით დაპირისპირება რეჟიმთან. ყველანაირი კონსულტაციისთვის მზად ვართ, რომელიც საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებს მოსამხურება, – აცხადებს გიორგი სიორიძემ.
ის რომ სტრატეგიაზე შეთანხმება და ერთიანობა გადამწყვეტად მნიშვნელოვანა ამაზე საუბრობს “პირველებთან” “დროას” წევრი გიგა ლემონჯავა:
ერთიანობა ცარიელ ადგილას ვერ შეიქმნება, არავის აქვს ჯადოსნური ჯოხი, რომ მოიქნიოს და ერთიანობა შექმნას. ამას სჭირდება იმაზე უფრო მნიშვნელოვანი შინაარსი, ვიდრე შეთანხმება, როგორ უნდა გავიმარჯვოთ ამ რეჟიმის წინააღმდეგ ერთად, უბრალოდ არ არსებობს, ამიტომ მგონია, რომ სტრატეგიაზე შეთანხმება კრიტიკულად მნიშვნელოვანია – ამბობს გიგა ლემონჯავა.
ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან რუსთავის ციხესთან პატიმრობიდან გათავისუფლებულმა გიორგი ვაშაძემაც.
