Friday, January 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

70 ექიმი პატიმრობაში მყოფი ანასტასია ზინოვკინას და ნანა სანდერის ჯანმრთელობის საკითხზე პენიტენციურ სამსახურს მიმართავს

January 23, 2026
70 ექიმი პატიმრობაში მყოფი ანასტასია ზინოვკინას და ნანა სანდერის ჯანმრთელობის საკითხზე პენიტენციურ სამსახურს მიმართავს

70 ექიმმა პატიმრობაში მყოფი ანასტასია ზინოვკინას და ნანა სანდერის ჯანმრთელობის საკითხზე პენიტენციურ სამსახურს მიმართა. განცხადება უწყებაში დღეს პოლიტიკოსმა და ექიმმა ანი ქავთარაძემ და ექიმმა გიორგი ახობაძემ ჩააბარეს.

ექიმების განცხადებით, ანასტასია ზინოვკინასა და ნანა სანდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. ისინი სრულფასოვანი, სამედიცინო კვლევების დაუყოვნებლივ ჩატარებას და შესაბამისი მკურნალობის უზრუნველყოფას მოითხოვენ.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური თვეებია უგულებელყოფს ანასტასია ზინოვკინასა და ნანა სანდერის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას. არაერთი ოფიციალური მიმართვის მიუხედავად, მოთხოვნები არ სრულდება, წერილობითი პასუხი არ არსებობს, ხოლო მათი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. სწორედ ამიტომ ჩვენ, ექიმები, პროფესიული და ეთიკური პასუხისმგებლობით მოვითხოვთ რეჟიმის პატიმრებისთვის – ანასტასია ზინოვკინასა და ნანა სანდერისთვის სრულფასოვანი, სამედიცინო კვლევების დაუყოვნებლივ ჩატარებას და შესაბამისი მკურნალობის უზრუნველყოფას. მათ შორის, აუცილებელი ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევები. ყველა საჭირო ვიწრო პროფილის სპეციალისტის კონსულტაცია დამოუკიდებელი და ობიექტური სამედიცინო შეფასების უზრუნველსაყოფად. სამედიცინო გამოკვლევები და მკურნალობა განხორციელდეს შესაბამის კლინიკაში საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების სრული დაცვით. ექიმების მიერ უკვე გაცემული რეკომენდაციები სრულად და უწყვეტად შესრულდეს, დაიწყოს შესაბამისი სამკურნალო პროცესი და უზრუნველყოფილი იყოს: აუცილებელი მედიკამენტოზური თუ სხვა სახის თერაპია; მკურნალობის პროცესის უწყვეტობა და ეფექტური სამედიცინო მონიტორინგი; ასევე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი გაუარესების პრევენცია. ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება. პაციენტის მდგომარეობის უგულებელყოფა ან არასათანადო სამედიცინო დახმარება ეწინააღმდეგება როგორც მედიცინის ეთიკის, ისე ჰუმანიზმის პრინციპებს. 21-ე საუკუნეში სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა წარმოადგენს მინიმალურ ჰუმანურ სტანდარტს, რომლის დარღვევა მიუღებელია ნებისმიერ გარემოებაში“, – აღნიშნულია ექიმების განცხადებაში, რომელსაც ხელს 70 ექიმი აწერს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სურსათის სააგენტომ Picot-ის ბავშვთა კვების რძის პროდუქტში ტოქსინ Cereulide-ის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო, რამდენიმე პარტიის ამოღების გადაწყვეტილება მიიღო, Picot-ის იმპორტიორი კი დააჯარიმა
  • “ჩვენთან დამკვიდრებულია ლანძღვა, შეურაცხყოფა, ცილისწამება, ეს ყოველდღიური პრაქტიკაა, რაც სამწუხაროა” – კახა კალაძე
  • პირველი ქალი კაპიტანი საქართველოში ნათია ლაბაძე გახდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge