Friday, January 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“არ მგონია, რომ გიორგი ვაშაძეზე ბევრი უნდა ვისაუბროთ”- გურამ მაჭარაშვილი

January 23, 2026
“არ მგონია, რომ გიორგი ვაშაძეზე ბევრი უნდა ვისაუბროთ”- გურამ მაჭარაშვილი

არ მგონია, რომ გიორგი ვაშაძეზე ბევრი უნდა ვისაუბროთ – პოლიტიკურად განულებულ ადამიანებს რეკლამა არ უნდა გავუწიოთ, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მე არ მგონია, რომ გიორგი ვაშაძეზე ბევრი უნდა ვისაუბროთ. პოლიტიკურად განულებულ ადამიანებს რეკლამა არ უნდა გავუწიოთ. რატომ იჯდა?! კომისიის წევრები აბსოლუტურად ყველა დაბარებულებს ვეუბნებოდით, რომ არსებობს კანონი, კონსტიტუცია და ყველა პასუხს აგებს, თუკი ის არ დაემორჩილება კანონს. ვინც დაემორჩილა და მოვიდა, ბუნებრივია, კანონს რეაგირება არ ჰქონია და ვინც არ დაემორჩილა შესაბამისი რეაგირება იყო. აქედან გამომდინარეა, რომ ეს ხალხი იხდის სასჯელს. პოლიტიკურად, ეს დედა „ნაცმოძრაობა” და იქიდან ამოსული ეს პოლიტიკური ყლორტები, გვარამია იქნება, ვაშაძე თუ ნებისმიერი, აბსოლუტურად არიან განულებულები. მსოფლიო დღის წესრიგი უკვე შეიცვალა და ამ ხალხის, „ნაცმოძრაობის” და მისი ფილიალების პრობლემა, ყველაფერთან ერთად, არის ის, რომ ყოველთვის დროს ჩამორჩებიან ხოლმე. ისინი საზოგადოების დაკვეთას და მსოფლიო დღის წესრიგს ყოველთვის არიან ჩამორჩენილები. ახლაც ასე მოხდა და დარწმუნებული ვარ, ჯანსაღი ძალები დაიკავებენ ამ ადგილს და ეს აუცილებლად მოხდება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დღეს დატოვა.

გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე 2025 წლის 24 ივნისს დამნაშავედ ცნო. ვაშაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დასწრებია, სამართალდამცველები პარტიის ოფისში მივიდნენ და პოლიტიკოსს ხელბორკილები სწორედ პარტიის ოფისში დაადეს. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, გიორგი ვაშაძეს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რიჟვაძემ შვილებს ბათუმში მოსწავლის სტატუსი შეუჩერა – დეტალები
  • რა სიმპტომები აქვს „ჰონკონგის გრიპს“- პედიატრი მშობლებს აფრთხილებს
  • ნავთობპროდუქტების ექსპორტი საქართველოდან გაიზარდა – ექსპერტები სანქციების გვერდის ავლის რისკებზე საუბრობენ

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge