Friday, January 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა დაიწყო – საია

January 23, 2026
სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა დაიწყო – საია

სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრების განხილვა დაიწყო. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე საიას ხელმძღვანელის მოადგილემ ისაუბრა.

თამარ ონიანის განცხადებით, სასამართლომ საქმეს შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი მიანიჭოს, რაც მის პრიორიტეტულ განხილვას გულისხმობს და სტრასბურგს შესაძლებლობას მისცემს, შეაფასოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ფარული კენჭისყრის შესაძლო დარღვევები, საარჩევნო ადმინისტრაციის მოქმედებები, საარჩევნო დავების ეფექტიანობა, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების კანონიერება და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების არასაკმარისი რაოდენობის გავლენა ხმის უფლებაზე.

ონიანის თქმით, სახელმწიფოს პოზიციის წარდგენის საბოლოო ვადად 2026 წლის 15 მაისი განესაზღვრა.
სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრების განხილვა დაიწყო. სასამართლოს თქმით, მოცემულ საქმეს შეიძლება, მიენიჭოს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი, რაც ნიშნავს სასამართლოს მხრიდან ამ საქმის პრიორიტეტულობის დანახვას, რაც მას ასევე მისცემს შესაძლებლობას, შეაფასოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ფარულობის დარღვევის და ასევე საარჩევნო კანონმდებლობაში სხვა დაკავშირებული ხარვეზები.

საია წარდგენილ საჩივარში მიუთითებდა, რომ ჩატარებული არჩევნების დროს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საკუთარი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებამ მასობრივად დაარღვია კენჭისყრის ფარულობის ფუნდამენტური პრინციპი, ხოლო საარჩევნო დავების განხილვის დროს დაირღვა საარჩევნო დავების ეფექტიანი მექანიზმებით განხილვის უფლება.

საია საჩივარში ასევე დავობდა, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ბლანკეტური დანაწესი, რომელიც მოქალაქეებს საარჩევნო დავაზე საჩივრების წარდგენის შესაძლებლობას უზღუდავს, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას. საიამ აღნიშნული საჩივარი 2025 წელს გაგზავნა სტრასბურგის სასამართლოში.

საზოგადოებისთვის ცნობილია და სტრასბურგის სასამართლოც უსვამს ამ საკითხს ხაზს, რომ საიამ, როგორც გამოცდილმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ყველა საოლქო- საარჩევნო კომისიაში ელექტრონული ტექნოლოგიების არასწორი გამოწვეული ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის თაობაზე საჩივრები წარადგინა. აღნიშნული საჩივრები შეეხებოდა შესაბამის ოლქებშ შემავალი ყველა იმ უბნის, ჯამში, 2263 შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. შემდგომ კი, სასამართლოებმა აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. გამონაკლისი იყო მხოლოდ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო, რომლის გადაწყვეტილებაც მოგვიანებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.

ამდენად, სახელმწიფომ უნდა უპასუხოს სასამართლოს მიერ დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს პოზიცია, თუ რამდენად იყო ელექტრონული ტექნოლოგიებით ჩატარებულ უბნებზე თავისუფალი არჩევნების უფლება უზრუნველყოფილი. ასევე,დ აირღვა თუ არა ფარული კენჭისყრის პრინციპი საპარლამენტო არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ხმის მთვლელი ელექტრონული ტექნოლოგიების ფუნქციონირების წესის გამო.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ცესკოს მიერ გამართულ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე საიამ აღმოჩინა ფარულობის დარღევის რისკები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებით და ამის შესახებ წინასწარ მიმართა ცესკოს, რათა საარჩევნო ადმინისტრაციას მიეღო შესაბამისი ზომები ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.

2024 წლის 28 სექტემბრის წერილით საიას ეცნობა, რომ ცესკოს მიერ გამართულ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე გამოყენებული საარჩევნო ბიულეტენი წარმოადგენდა სატესტო ვერსიას, ხოლო კენჭისყრის დღეს გამოყენებული ბიულეტენის ხარისხი იქნებოდა განსხვავებული, რაც ფარულობას უზრუნველყოფდა.

სტრასბურგის სასამართლომ სამი საჩივარი გააერთიანა და საქმის განხილვა მიმდინარეობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მესამე მუხლიდ, რომელიც გულისხმობს თავისუფალი არჩევნების უფლებას და მე-13 მუხლის, სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლების ფარგლებში.

სასამართლოს, ზემოთ ხსენებული საკითხების გარდა, ასევე იმსჯელებს და შეაფასებს, არღვევს თუ არა ხმის უფლებას საზღვარგარეთ არასაკმარისი რაოდენიბის საარჩევნო უბნების გახსნა.

სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე პოზიციის წარდგენისთვის სახელმწიფოს ვადად 2026 წლის 15 მაისამდე განუსაზღვრა, – განაცხადა საიას თავმჯდომარის მოადგილემ თამარ ონიანმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პირველი ქალი კაპიტანი საქართველოში ნათია ლაბაძე გახდა
  • რითი იქნება გამორჩეული 2026 წელი – რაზე საუბრობს ასტოლოგი
  • სასამართლომ მიხეილ ზაქარეიშვილს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge