ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. როგორც აჭარის ა/რ მთავრობაში აცხადებენ, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან დამაკავშირებელი გზა გაწმენდილია.
„დღეს დილიდან გაწმენდითი სამუშაოები განახლდება შიდა სასოფლო გზებზე.
სამუშაოებში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და მუნიციპალიტეტების მერიის შესაბამისი სპეციალური ტექნიკა.
მაღალი ზონის სოფლებში დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშულებების გადაადგილება შესაბამისი ზამთრის საბურავებით“, – აღნიშნეს მათ.
