შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში, საპოლიციო ღონისძიებების შედეგად 88 ნარკორეალიზატორი დააკავეს და ნარკოდანაშაულში ჩართული პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალება, ცეცხლსასროლი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციისგან მიღებული თანხა.
შსს-ს განცხადებით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
