ინცინდენტი მოხდა თბილისში 51-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. როგორც გავრცელებულ ვიდეო-კადრებში ჩანს, პოლიციელებმა ერთი პირი სავარაუდოდ დააკავეს.
თვითმხილველები ჰყვებიან რომ მოქალაქეს, რომელიც პოლიციამ დააკავა ცივი იარაღები ჰქონდა და თვითდაზიანებით იმუქრებოდა.
“51-ე სკოლასთან რაღაც ინციდენტი მოხდა. როგორც ჩვენ ჟურნალისტს უთხრეს, კაცი რკინის ბარიერს შეეჯახა მანქანით ორჯერ, მერე მანქანიდან გადმოვიდა, ორი დანა ჰქონდა და პოლიციას ეუბნებოდა, არ მომიახლოვდეთ, თორემ თავს მოვიკლავო. პირი დაკავებულია…” – წერს მარიამ ნიკურაძე სოციალურ ქსელში.
