გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.
ბათუმში – 12:00 დან 16:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: ლერმონტოვის, ტაბიძის, გენერ. ა.აბაშიძის, ჯავახიშვილის, რუსთაველის, ორბელიანის, ჭავჭავაძის, გუდიაშვილის, ქავთარაძისა და მიმდებარე ქუჩებს.
ქობულეთში – 11:00 დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ცეცხლაურს, ბობოყვათს, ლეღვას, წყავროკასა და მიმდებარე სოფლებს. ასევე დაბა ჩაქვის ნაწილს. ქ.ქობულეთში დ.აღმაშენებელის, რუსთაველისა და მიმდებარე ქუჩებს.
ხელვაჩაურში – 12:00 დან 14:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ახალსოფელს, ჭარნალს, შავლიძეებს, კაპანდიბს, ერგესა და მიმდებარე სოფლებს. ასევე შარაბიძეებისა და დაბა ხელვაჩაურის დასახლებების ნაწილს.
ქედაში – 11:00 დან 20:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ახოს, ცხმორისს, წონიარისს, კოკოტაურსა და მიმდებარე სოფლებს.
