დონალდ ტრამპი შვეიცარიაში ჩავიდა – როგორც Sky News-ი იუწყება, აშშ-ის პრეზიდენტის თვითმფრინავი ციურიხის აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.
დონალდ ტრამპი ციურიხიდან დავოსში ვერტმფრენით გადაფრინდება, სადაც მოგვიანებით მსოფლიო ეკონომიკურ სამიტზე სიტყვით გამოვა.
