მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს საზოგადოებას და დაკავებული არასრულწლოვნის მხაარეს, რომ შეწყვიტონ გიგას მკვლელობის საქმისა და ფოტოდავიდეომასალის გასაჯაროვება.
“გავიგე!…
გავიგე, რომ გავრცელდა და ხელიდან ხელში გადადის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის მასალები!!!….
დედი, აქაც გვაჯობა გარყვნილი, პირსისხლიანი მკვლელების აღვირახსნილმა მშობლებმა!!!
ახლა ბევრი იკმაყოფილებს თავის ეგოს შენი ნომრიანი გვამის ცქერით!!!……..
მე-9 ტომის 190-200 გვერდები არ მინდოდა ვინმეს ენახა….
იქ შენი დანომრილი გვამია დეეეე, სხვისთვის დანომრილი გვამი ხარ დედიკო, ჩემთვის კი, ზრუნვაში გაზრდილი, საამაყო შვილიკო!!!
ჩემი სადისტურად მოკლული შვილის შიშველი გვამის სურათების ფრიალი, მისი მკვლელობის ვიდეოს ფრიალი, ჩემთვის მისი ღირსების აყრაა!!!
წესების გარეშე ბრძოლაში მიწვევთ???
მე დასაკარგი აღარაფერი მაქვს!!!” – წერს ეკა კუპატაძე.
