მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
ვაღიარებ, დამაწვინეს ბეჭებზე გიგას მკვლელობის ვიდეოს გასაჯაროების მცდელობით, მაგრამ ეგრე იოლი დასამარცხებელი რომ ვიყო, ამ ბრძოლას არ დავიწყებდი!
ის ვიდეო ჩემი კარადიდანაც მწვავს და მანადგურებს….
სწორედ ამიტომ, ვიქნები უძლეველი!!!
ვერ გამტეხავთ, არ მიცნობთ!!!
ამოვალპობ ყველას ციხეში!!!
ორი დღეა ვდარაჯობ შვილის საფლავს, ვერ მოვასწარით გადახურვა და ვიცავ თოვლისგან….
ამიტომაც ვერ ვახერხებდი კითხვებზე პასუხს, თუმცა ვიცი ,,შიმშილობის” შესახებ.
მე მინდა ვჭამო, მინდა ფიზიკურად არ დავეცე, მაგრამ ორგანიზმი საჭმელს არ იღებს და ზოგჯერ ღებინების საწინააღმდეგო წამალს ვსვამ.
მეტსაც გეტყვით, გიგა ავალიანი პირველი ოქტომბრიდან უვადოდ შიმშილობს!!!…..
მე და გიგა ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ ვშიმშილობთ!…
დედა-შვილი ჩიქოვანები კი თავისი ნებით შიმშილობენ! ჩვენ არ გვაქვს არჩევანის უფლება, მათ აქვთ!
ჰო, მართლა, ძალიანაც ნუ გაგისკდებათ გული ბოტებო, დღეს 11 საათზე პროცესი აქვს ჩიქოვანს და ამიტომ დაიწყო შიმშილობა გუშინ, თორემ ბრალი ერთი კვირის წინ დაუმძიმეს, როგორმე გაძლებს საღამომდე.
არც საქმის მასალების გასაჯაროების მეშინია ბოტებო, უბრალოდ, იქ ჩემი შვილი დანომრილი გვამია….
არ ეკადრება ჩემს კოხტა, მოწესრიგებულ, მუდამ გაწკიპინებულ შვილიკოს, ყველამ უყუროს მის 23 დღიან ნატანჯ, სახეშეცვლილ გვამს!
იმ აღვირახსნილ, მჩხავანა არსებას, ნანახი აქვს ეს სურათები, იცის რა მძიმეა ჩემთვის და მაგით მანიპულირებს.
,,სტატუსიანიც” მიწოდა…..
სწორედ ამიტომ, ამოვულპობ მის მკვლელ შვილს ციხეში!
რას ხტის, ხომ ჰყავს ადვოკატი გიო, ხოდა დაიცვას.
მე მიცავს სახელმწიფო, კანონით მიცავს.
მას უფრო იცავს, მაგრამ ამის გააზრებას აზროვნება უნდა.
ვიცი, საქმის მასალების დეტალები გაინტერესებთ. ვსწავლობ სკრუპულოზურად.
გაოგნებული ვარ!!!
მკვლელ შვილებს როგორ მფარველობენ ურცხვი მამიკოები.
მაგრამ გიგა ავალიანს დედა იცავს გააფთრებით!!!
ნია იმნაძის 3 ჩვენებიდან, სამივე რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს იმიტომ, რომ იტყუება.
სიმართლე ერთადერთია, სწორხაზოვანი და თანმიმდევრული, იქ არ იკარგები!
ვფიქრობ, პროკურატურა სწორ რელსებზე დგას; თუმცა გამადიდებელი ლუპით ვუყურებ მათ სვლებს, ახლა ვეღარავინ გამაცურებს, საქმის მასალები ხელში მაქვს!!!
არ დავნებდები, ვიდრე ყველას შესაბამისი მუხლით არ დავაჯენ საბრალდებო სკამზე!
სამართლიანი ბრძოლა სამართლისთვის!
საზოგადოებავ, მადლობა თანაბრძოლისთვის!
