ვერძი
თებერვალი ვერძებისთვის 2026 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვეა. თავდაჯერებულობის მომატებას იგრძნობთ და ნახავთ, რომ ის ყველაფერი, რაც აქამდე ბუნდოვნად გეჩვენებოდათ, ბევრად უფრო ცხადი და გასაგები გახდება. ეს არის პერიოდი, რომელიც დიდი ხნის შეკითხვებზე პასუხების პოვნასა და სწორი გზის არჩევაში დაგეხმარებათ.
2026 წლის თებერვალი ჰორიზონტების გაფართოების, ახალი საქმეების დაწყების, ძველი პროექტების დასრულების, საინტერესო შეხვედრებისა და კომუნიკაციის შესაძლებლობას მოგცემთ. მომატებული ენერგია გიბიძგებთ, თამამი ნაბიჯები გადადგათ და გაბედოთ იმის გაკეთება, რაც დიდი ხანია, გინდათ.
ქალწული
ქალწულებისათვის ეს შინაგანი ტრანსფორმაციის თვე იქნება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, თებერვლის მოვლენები გამოავლენს იმას, რაც დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო, მაგრამ თქვენ მაშინ ცვლილებების მიღებისთვის მზად არ იყავით. ეს პერიოდი გაძლევთ შესაძლებლობას, თქვენი შესაძლებლობები სრულად წარმოაჩინოთ, უარი თქვათ არასასურველ საქმეებსა და კომუნიკაციაზე და შინაგან ხმას მიჰყვეთ.
ზამთრის ბოლოს მხარდაჭერას იპოვით იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად ელით. არჩევანი უფრო მტკიცე გახდება. ეს არის დროს, როდესაც ზუსტად გეცოდინებათ, რა გსურთ და რას უნდა მიანიჭოთ უპირატესობა.
თევზები
თებერვალში ძალიან დიდ შთაგონებასა და მოტივაციას მიიღებთ. თუ აქამდე თქვენი გადაწყვეტილებების სისწორეში ეჭვი გეპარებოდათ, ახლა ყველაფერი ნათელი გახდება და მიხვდებით, რომ თქვენს შრომასა და მონდომებას უკვალოდ არ ჩაუვლია. თავდაჯერებულობის მომატებას იგრძნობთ, რაც მოგცემთ შესაძლებლობას, ჩრდილიდან გახვიდეთ და საკუთარი შესაძლებლობები გამოხატოთ.
2026 წლის ზამთრის ბოლო თვე შინაგანი ტრანსფორმაციის პერიოდი იქნება. ახლა გაქვთ შანსი, გამბედაობა გამოავლინოთ, მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, შეცვალოთ ცხოვრების წესი, იფიქროთ ჰობის განვითარებაზე, სამსახურის შეცვლასა და დაწინაურებაზე.
კურო
თებერვალს წარმოუდგენელი თავდაჯერებულობა, ძალა და გამჭრიახობა მოაქვს. ის, რაც ადრე ქაოსად გეჩვენებოდათ, მოულოდნელად მართვადი და გასაგები გახდება. ეს თვე გაძლევთ შანსს, მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, იფიქროთ სიახლეებზე, ფინანსური სტაბილურობის შექმნაზე, ახალი პროექტების დაწყებაზე.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ პერიოდში მომხდარმა მოვლენამ ან საუბარმა შეიძლება, რადიკალურად შეცვალოს თქვენი ფოკუსი. საბოლოოდ დააწესებთ საზღვრებს იქ, სადაც დიდი ხნის განმავლობაში დუმდით და სწორედ ეს გაქცევთ უძლეველად. წინ საინტერესო ეტაპია – თებერვალში სასიამოვნო სიურპრიზი და დადებითი ემოციები გელოდებათ.
წყარო: “ბომონდი”
