ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორში. წერეთლისა და გარსევანიშვილის ქუჩის კვეთაზე მანქანა ქვეითს დაეჯახა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია “ქართლის ამბები” ავრცელებს.
ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა. დაშავებულია ხანდაზმული ქალი. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
