საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპატიმროდან სოციალური ქსელით განცხადებას ავრცელებს და პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით გუშინ მომხდარს ეხმაურება.
მისი თქმით, მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დაუნდობელი მმართველია.
“ძალიან სამარცხვინო და დამამცირებელ მდგომარეობაში აღმოჩნდა ქართული საზოგადოება, როცა მთელი დღე ელოდებოდა, საქართველოს ისტორიაში ყველაზე დაუნდობელი მმართველისგან შეწყალებას.
სწორია ნენე დალაქიშვილი – ლუკაშენკო ამათთან შედარებით არის კაცი”. – წერს მიხეილ სააკაშვილი.
